ლუკა სინორელისეული რენესანსი

            ყველასათვის ცნობილია, რომ XIV-XVI საუკუნეები ანტიკური ქვეყნებისათვის აღორძინების ხანაა, რომელსაც ,,რენესანსის ეპოქა’’ ჰქვია, ვინაიდან ისინი განებივრებული არიან ისეთი ხელოვანებით, როგორებიცაა: მიქელანჯელო, დონატელო, ბოტიჩელი და მრავალი სხვა, რომელთა სახელებსა და შემოქმედებას დროის სვლამ ვერაფერი დააკლო. ალბათ, ბუნებრივია, რომ რენესანსის ხსენებისას ადამიანების უმრავლესობას თვალწინ სწორედ ზემოხსენებული არტისტები წარმოუდგება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღევანდელ თემაში ვაპირებ, ნაკლები ყურადღება გავამახვილო მათზე, ხოლო უფრო დაწვრილებით ვისაუბრო ამავე ეპოქის ნაკლებად ცნობილ შემოქმედზე, ლუკა სინორელზე, რომელსაც აგრეთვე უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ ეპოქის აღორძინებაში. საინტერესო საუბარი გამოგვივა ამ უკანასკნელზე, ეს ადამიანი ხომ ნამუშევრების დისტანცირებითა და ნათლად წარმოსახვით გამოირჩევა, რომელსაც ეკუთვნის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ფრესკების სერიისა, რომელიც შექმნილია ორიეტოს ტაძარში და იწოდება, როგორც ,,საბოლოო განაჩენი’’.


           თუ დავაკვირდებით მოცემულ ფოტოს, ადვილად შევამჩნევთ მოხატულობის ინსპირაციას, რომელზეც ასახული მძიმე კადრები გამოსახავს სიკვდილთან მიახლოებას, რაც გამოხატულია იმით, რომ ათობით ადამიანი, ძირს დამხობილი, მუხლმოდრეკილი, ტანჯულად გამოიყურება, რომლებიც ებრძვიან ბოროტ, მაგიურ ძალას, თუმცა უშედეგოდ. უნდა აღინიშნოს სინორელის მონუმენტური სტილი, რომელიც ადამიანის ფიგურის ექსპრესიულ გამოხატულებაში მკვეთრად იგრძნობა, ამასთან ერთად, აღნიშნულ მოხატულობაზე ტრადიციულად ნარჩუნდება რენესანსისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ადამიანის მოშიშვლებულ სხეულს ასახავს. კვლავ დავაკვირდეთ ფოტოსურათს, ჩანს, რომ აღნიშნულ პერსონაჟთა უმრავლესობა მსგავსი გამომეტყველებით ხასიათდება, მათი თავის გადახრის მიმართულება და დახუჭული თვალებიც იდენტურია, ესეც შეიძლება ჩაითვალოს მხატვრის ინდივიდუალურ სტილად. ჩნდება კითხვა, თუ რატომ არის პერსონაჟთა ნაწილი ადამიანური ფერის, ხოლო ნაწილი კი უფრო მუქი, სხვადასხვა ფერით მოსილი. ალბათ, უნდა ჩავთვალოთ, რომ ლუკა სინორელი ამით ცდილობს, გამიჯნოს ერთმანეთისაგან ბოროტი და კეთილი, იგი ნათელ ფერს ადამიანისეულ, ხოლო მუქს კი ეშმაკისეულად აღიქვამს. ფოტოზე აღნიშნულ პერსონაჟთა გავლენით, სინორელის შემოქმედება შეიძლება დავაკავშიროთ მელოცო დე ფორლისთან, რომელიც ასევე დიდ ყურადღებას ამახვილებს ჰაერში ფრენასა და უცვლელი, გარდამტეხი პოზიციების შეცვლაზე. სწორედ ასეთი განსაკუთრებული სტილისათვისაა იგი რენესანსის ღირებული შემოქმედი.
           ამ ყველაფერთან ერთად, მისი ნამუშევრებიდან გამომდინარე, დგინდება, რომ ლუკა სინორელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში საკმაოდ ახლო ურთიერთკავშირშია ბიბლიასა და ზოგადად სასულიერო განათლებასთან, ვინაიდან მისი ნახატების უმრავლესობა სწორედ მათ ეძღვნება, მაგალითად, როგორიცაა ,,გოლგოთა“, ,,იოანე ნათლისმცემლის დაბადება“, ,,მოსეს აღთქმა და სიკვდილი’’ და მრავალი სხვა. თუმცა ამჯერად განვიხილავ ისევ და ისევ თემას ახლო მდგომ სურათს, სახელად ,,ჯვარცმა მარიამ მაგდანინელთან ერთად’’.



           მისი შემოქმედებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სინორელის ნამუშევრების უმრავლესობა მძიმე კადრებით ხასიათდება, ეს შეიძლება რენესანსის ერთგვარ ტენდენციადაც ჩაითვალოს, ვინაიდან ამ პერიოდის მხატვართა უმრავლესობა სწორედ ასეთ ნახატებს გვთავაზობს. დავუბრუნდეთ აღნიშნულ ფოტოსურათს, რომელზეც ასახულია ქრისტეს ჯვარცმა და მის პარალელურად მიმდინარე მოვლენები. თუ დავაკვირდებით ფოტოსურათს, შევატყობთ, რომ წინა ნაწილი განსაკუთრებული მათემატიკური სიზუსტით არის ნაჩვენები, რომლის სიმეტრიის ღერძს სწორედ იესო ქრისტეს სხეული ქმნის. უკან კი განსხვავებული სიტუაციაა აღბეჭდილი, ნახატის მარცხენა მხარეს უმოქმედობა იგრძნობა, მაშინ, როდესაც მეორე მხარეს გაჩაღებულია შუბ-ისრებით ბრძოლა. ეს კონკრეტული ნიუანსი კი ეწინააღმდეგება რაფაელის შემოქმედებას, რომლის ნახატების უმრავლესობა ინარჩუნებს სიმეტრიულობის პრინციპს და არ ირღვევა სივრცის არცერთი მხარის პროპორციულობა. განვაგრძოთ სურათის აღწერა, ქრისტესთან ერთად, უდიდესი დატვირთვა ენიჭება მისი იდეოლოგიის ერთგულ მიმდევარს, მარიამ მაგდანინელს, რომელიც ესწრება ჯვარცმას. თუკი კარგად დავაკვირდებით, შვამჩნევთ, როგორი სინაზითა და გულისტკივილით ეხება იესოს სხეულს, იგი გულწრფელად იხრის ქედს მის წინაშე და სურს ქრისტეს ადგილას ყოფნა, თუმცა უძლურია. ჩვენამდე გადმოცემულ ისტორიულ ინფორმაციას მათი ურთიერთობის შესახებ, მართლაც განამტკიცებს ეს ფოტოსურათი, რომელზეც ნაჩვენებია ის გულისტკივილი, რომელიც აღბეჭდილია მარიამ მაგდალინელის გამომეტყველებაზე. მისი ხელის გაშლაც, ადამიანური წარმოდგენით, სწორედ ცხოვრების უსამართლობას უნდა აღნიშნავდეს. ერთი დეტალია ასევე ამ ფოტოსურათზე, უკანა ფონის სახით, დავინახავთ, რომ მარცხენა მხარეს გაშლილი ველია, ხეებითა და მაცოცხლებელი გარემოთი, მარჯვნივ კი სიკვდილის ველია, სადაც მრავალი მეომრის სისხლი იღვრება. ჩემი ინდივიდუალური შეხედულებით, ეს ორი დეტალი განსაკუთრებული დატვირთვით გამოირჩევა, ვფიქრობ, რომ სურათის მარცხენა მხარე ასახავს სამოთხესა და ნათელ ფერებს, ხოლო მარჯვენა კი - ჯოჯოხეთსა და სიბნელეს.
         დაბოლოს, განვიხილავ იტალიელი შემოქმედის ბოლო ნამუშევარს, ,,მადონა ბავშვსა და წმინდანებთან ერთად“, რომელიც წმინდა კომპოზიციის სახელითაა ცნობილი და ამშვენებს რომის სანტ ანჯელოს მუზეუმს.


         გადმოცემათა მიხედვით, სინორელი დიდხანს ფიქრობდა იმაზე, თუ როგორი კომპოზიციით შეესრულებინა ნახატი, საბოლოოდ კი გადაწყვიტა მრავალფეროვანი ყოფილიყო მისი ნამუშევარი, რასაც ნამდვილად მიაღწია. სურათზე ტრადიციულად ნარჩუნდება ცენტრის დატვირთვა რენესანსულ პერიოდში, ვხედავთ, რომ აქ ღვთისმშობელი და მის ხელებში მყოფი ქრისტეა გამოსახული, რომლებსაც მრავალი წმინდანი დაჰყურებთ, რომელთა შორისაა წმინდა ნიკოლოზი, წმინდა კატერინა და სხვა. სურათის მნახველთა უმეტესობის აზრით, მათ შორის მეც, უჩნდება წარმოდგენა, რომ მათი სიმრავლე ქრისტეს უსაფრთხოებასა და მომავალ წმინდა მსახურებას გამოხატავს. ამავდროულად, ვხვდებით ქრისტეს თანამგზავრ ანგელოზებს, რომლებიც სულიერ დატვირთვას მატებენ აღნიშნულ სურათს. უნდა დავაფიქსიროთ ასევე ერთი დეტალი, რომელიც რენესანსის წინანდელი საუკუნეების ხელოვნებაში განსაკუთრებით აქტუალურია, ეს არის გამოხატული გულწასული წმინდანის მარცხენა ფეხის დგომით, რაც დამატებით ეფექტს მატებს ლუკა სინორელის ამ ნამუშევარს.
         რენესანსული ეპოქა ძალიან დიდი თემაა, მე კი ვარჩიე ჩემი მოკრძალებული ესე დამეთმო ნაკლებად ცნობილ იტალიელ ლუკა სინორელზე, რომელიც, ზემოაღნიშნული ნახატებიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ პერიოდისა. ვიმედოვნებ, რომ საინტერესო გამოვიდა იგი!
გამოყენებული მასალა:


სანდრო ელიეშვილი



Comments

Popular posts from this blog