ხელოვნება  სქესს  არ  ასხვავებს


           თვალი გადავავლოთ ანტიკური პერიოდს და შუა საუკუნეებს და მივხვდებით,რომ ყველა ხელოვნების ნიმუში ეკუთვნის მამრობითი სქესის წარმომადგენელს.ადრეული რენესანსის პერიოდში კი უკვე გვევლინება ქალი,როგორც ხელოვანი,მიუხედავად იმისა რომ იმ დროისთვის ხელოვანი ქალის ცხოვრება სირთულეებით იყო აღსავსე. მეთხუთმეტე საუკუნე არის საუკუნე,რომელშიც ქალმა ხმა აიმაღლა და მსოფლიოს გაეცნო არა,როგორ ცოლი ან დიასახლისი არამედ როგორც მხატვარი,მოქანდაკე და ხელოვანი.


       
                             სოფონისბა ანგისოლა - “ავტოპორტრეტი


            პირველი ქა ხელოვანი,რომელზეც მსურს ვისაუბრო არის სოფონისბა ანგისოლა.მან თავისი შრომით იმდენს მიაღწია,რომ გახდა ესპანეთის სამეფო კარის მხატვარი.ზემოთ მოცემული ნახატი არის მისი ავტოპორტეტი.ამ ადამიანმა დაანგრია უამრავი სტერეოტიპი,მისი მხატვრობა იბრძოდა იმ გავრცელებული აზრის წინააღმდეგ რომელის მიხედვითაც ქალი ასოცირდებოდა საგანთან.განსაკუთრებით დიდი შტაბეჭდილება დატოვა ჩემზე მისმა ნახატმა სახელად “Portrait of Caterina Micaela of Spain”.




       
          ნახატის ყურებისას მეუფლება სიცივის შეგრძნება,თითქოს ქალი,რომელიც ნახატზეა გამოსახული იმდენად გულცივია,რომ მის ირგვლივ ყველაფერს სცივა.ამ განცდის გამომწვევი მიზეზია ის ფერები,რომელბიც განსაკუთრებით ჭარბობს  თეთრი,ვერცხლისფერი,
ნაცრისფერი. სხვა ნახატებში კი ვხვდებით უფრო თბილ ფერებს - ყვითელი,წითელი,ოქროსფერიმაგ :



                                    
          




            













        




















 მეორე ხელოვანი,რომელზეც ვისაუბრებ და რომელიც ასევე ადრეულ რენესანსის პერიოდში მოღვაწეობდა გახლავთ ლავინია ფონტანა,იტალიელი მხატვარი.ის ტოლს არ უდებდა მის თანამედროვე მამაკაც მხატვრებს.ის გახლდათ პირველი,რომელმაც  ძალიან თამამად გამოსახა ქალის შიშველი სხეული.განსაკუტრებით ჩემი ყურადღება მიიქცია მისმა ნახატმა,სახელადანტონიო გონსალესის პორტრეტმა”.






          გოგონა,რომელსაც პორტრეტზე ხედავთ არის ანტონიეტა გონსალესი.მისი მთელი ოჯახი იტანჯებოდა გენეტიკური დაავადებითმგლის სინდრომით”.ის დააინტერესა იმდროინდელმა მედიკოსებმა და მიიწვიეს საფრანგეთში,ფარმაში,გამოსაკვლევად.სწორედ იქ დაინახა ლავინია ფონატანამ იგი და გადაწყვიტა დაეხატა. ჩემი აზრით, ლავინია ფონატანამ მასში დინახა ბავშვი და არა მონსტრი ან მხეცი,როგორც იმდროინდელი საზოგადოება ხშირად მოიხსენიებდა მას.
          ზოგიერთ ხელოვანს ნამდვილად აქვს ნიჭი იმოღვაწეოს ხელოვნების რამდენიმე ჟანრში,მაგალითად დონ ატელო.არსებობენ ისეთი მხატვრებიც რომელთა ხელწერას ნებისმიერ ნახატზე ამოიცნობ. ლავინია ფონტანა ჩემი აზრით ხელოვანთა იმ ნაწილს მიეკუთნება,რომლებიც ხშირად იცვლიან ხატვის სტილს. მაგალითად ავიღოთ ქვევით მოცემული ორი ნახატი.მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ორივე ნახატი იქნებოდა ერთი და იგივე ქალის მიერ შესრულებული.





         











            ორივე ნახატი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. პირველი ნახატის შეხედვისას ადამიანი წუხდება,რადგან ჭარბობს მუქი ფერები,იგრძნობა სიმარტოვე და დაღლილობა, ხოლო მერე ნახატი კი პირიქით ენერგიით გავსებს.მიუხედავად იმისა რომ მეორე ნახატზე გამოსახულია მდიდარი ქმრის ცოლი და ექვსი შვილი,რომლებიც ნახატიდანაც კი ზევიდან გიყურებენ,მაინც სიამოვნებას ვიღებ მათი ყურებისას რადგან ფერეთა თამაში,დინამიკურობა და დადებითი ფერები ჩემზე დადებითად მოქმედებს.
        
        ხელოვანი ქალი რომელზე საუბრითაც დავასრულებ ესეს და რომელზეც ქართულ ინტერნეტ სივრცეში არანაირი მასალა არ მოიპოვება(სახელიც არ ვიცი სწორად როგორ ჟღერს ქართულად), გახლავთ Properzia de’rossi, პროპეცია დე როსი.ბოლონიელი ქალბატონი იმით გამოირჩევა სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ხელოვანთაგან,რომ ის მოქანდაკე გახლდათ. მეთხუთმეტე საუკუნეში ქალი მხატვარი რთული წარმოსადგენი იყო,თუმცა წარმოუდგენელი იყო ქალი - მოქანდაკე.

           

         ზემოთ მოცემული ნაკეთობა შესრულებულია დე როსის მიერ.ეს ნაკეთობა არამარტო სილამაზით არის გამორჩეული , არამედ იმითაც რომ ნაკეთობაზე არის თორმეტი ატმის კურკა,რომელზეც უზუსტესად არის ამოკვეთილი ადამიანები.


            როგორც ვხედავთ რენესანსის ამ პერიოდში პირველად ვხვდებით მდედრობითი სქესის ხელოვან ადამიანებს.თუ თვალს გადავავლებთ მათ მიერ შექმნილ ნაშრომებს მივხვდებით,რომ უამრავი უმშვენიერესი ქანდაკება თუ ნახატი იქნებოდა დღემდე შემორჩენილი,ადამინებს ანტიკური ხანიდანვე,რომ ეფიქრათ გენდერულ თანასწორობაზე.










Comments

Popular posts from this blog