როორი წარმოედგინათ ჯოჯოხეთი და სამოთხე შუა საუკუნეებში
შუა საუკუნეების გაგონებისას ფიქრი ყოველთვის რელიგიისაკენ გამირბის და ეს არც არის გასაკვირი,რადგან სკოლაში შუასაუკუნეების 3ნაწარმოები გავიარე(შუშანიკის წამება,აბოს წამება და ვეფხისტყაოსანი).მას შემდეგ რაც ამ სამ ნაწარმოებს გავეცანი გარკვეული წარმოდგენა შემექმნა შუასაუკუნეების - მორწმუნე ადამიანზე.როგორც ჩანს იმ პერიოდში რელიგია ბევრად უფრო პოპულარული და დამაჯერებელი იყო ვიდრე ყველა სხვა პერიოდში.შესაბამისად ჯოჯოხეთის შიში და იმის იმედი,რომ სამოთხეში მოხვდები ყველაზე მძაფრად ამ პერიოდში გამოიკვეთება. ეს ყველაფერი აისახა ლიტერატურაშიც და მხატვრობაშიც.

              Coppo di Macovaldo,Hell (ca 1225 – 1274, Mosaic, Baptistry, Florence)

           ზემოთ მოცემული ნახატი სახელადჯოჯოხეთინამდვილად შემზარავია,ჭარბობს მუქი ფერები(წითელი - სისხლისფერი,ღია მწვანე და ღია ცისფერი - “მიცვალებულის ფერებინამდვილად შთამბეჭდავია).უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არცერთ დემონს ადამინის სახე არ აქვს - დიდი გომბეშო,ხვლიკი,უფრო ჭარბობს გველები( გველი ხო ყველა ბოროტების სათავეა ბიბლიის მიხედვით). “მთავარიდემონი კი ადამინებს მიირთმევს.
 რქები ეშმაკის განუყოფელი ნაწილია. არსადროს მესმოდა რატო ქონდა ყველა ეშმაკს რქები.რქიანი ცხოველი ხო შეიძლება ითქვას არასოდეს არის ავი.თუკი ეშმაკს ცხოველს შევადარებ,უფრო უნდა წააგავდეს მგელს (დაუნდობელს,ძლიერს,სწრაფს),ანდა ნიანგს(საზარელი შესახედაობით და ძლიერი ყბებით), თუმცა არსდროს გამახსენდება ეშმაკის გაგონებაზე თხა ან ანტილობა დიდი რქებით.
       




                მოცემული ფრსკა,რომელიც გამოსახულია ბუგარეთის ერთერთ ეკლესიაზე და ასევე არის შუასაუკუნეებში შექმნილი,ასევე ჯოჯოეთს აღგვიწერს,აქ ნამდვილად იკვეთება ეშმაკის უზარმაზარი ეშვები ,თუმცარქინი კაცუნებიმაინც დარბიან აქეთ იქით. ვფიქრობ და მხოლოდ ერთ ახსნას  ვუძებნი  ამგვარ წარმოდგენებს ჯოჯოხეთზე. შუასაუკუნეების ადამინისათვის ყველაფერი უკეთური ადამიანის ცხოველურ ნაწილთან,არ აქვს მნიშვნელობა  ეს თხა იქნება თუ ლომი.თუკი ანტიკური პერიოდის ადამიანი ღმერთად ხშირად მოიაზრებდა ადამიან-ცხოველს, აქ ყველაფერი სხვაგვარად არის ადამინს თითქოს იმის კომპლექსი აქვს რომ ისიც ისეთივე ორგანიზმია დედამიწაზე,როგორც მაიმუნი,გველი,თხა.. ამიტომ ის ცრდილობს უამრავი უკეთური მიწეროსცხოველურს”. იმავეს ამტიცებს ქვევით მოცემული ნახატი:biting devilsApocalypse, France 1220-1270Toulouse


            



       ახლა კი ვისაუბროთ შედარებით დადებით თემაზე - სამოთხეზე.ნახატი ნაპოვნია საფრანგეთში და დათარიღებულია მე12 საუკუნით.ძირითადი ატრიბუტები რომელიც დამახასიათებელია სამოთხისათვის ეს არის სალამური,შასაბერი ინტრუმენტი რომელიც ჰარმონიულ ხმას გამოცემს,ნაკადული- სიმშვიდისა და ბედნიერების სიმბოლო. ქვემოთ მოცემულ ნახატშიც ვხედავთ ჩასაბერ ინსტრუმენტს.(მეთერთმეტე საუკუნით დათარიღებული,საფრანგეთი.)


           ძალიან ბევრი ვეძებე,თუმცა შუასაუკუნეების მხატვრობაში ჯოჯოხეთს ბევრად დიდი ადგილი უკავია ვიდრე სამოთხეს,ამიტომ ნუ დამძრახავთ სამოთხის ნახატების ნაკლებობის გამო. შესაძლოა იმიტომ მოხდა ასე, რომ სამოთხეში მოხვედრის სურვილს ადამინებში ,ჯოჯოხეთში გამგზავრების შიში ჯაბნიდა.მიუხედავად იმისა,რომ შუასაუკუნეების ადამინს ჯოჯოხეთზე მრავალფეროვანი წამოდგენა ქონდათ და მას სხავადასხვანაირად გვიხატავდნენ.(ეშმაკს ხან რქებით ხანაც უბრალოდ დიდი გველეშაპის სახით),ყველგან ჭარბობდა ცეცხლი სიბნელესთან ერთად,ადამიანი-ცხოველები და დემონიები.






წყარო 2 -http://guff.com/15-different-interpretations-of-hell-in-art




Comments

Popular posts from this blog