რენესანსის სიზმრები
უამრავი შემოქმედი და გენიოსი ადამინისთვის გამხდარა სიზმარი შთაგონების წყარო, მაგალითად მენდელეევმა სიზმრად ნახა პერიოდულობის ცხრილი.ასევე არსებობს ვარაუდი,რომ აინშტაინს სიზმრის ნახვის შემდეგ გაუჩნდა ფარდობითობის თეორემის იდეა. სიზმარი ყველა ეპოქაში ამოუცნობი და საიდმულოებით აღსავსე მოვლენა გახლდათ,გამონაკლისი არც რენესანსია.ზოგჯერ სიზმარი ზედმეტად რეალურია და ამას ხილვას უწოდებენ. პირველი სიზმარი,რომელზეც მსურს ვილაპარაკო და რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა არის ბატისტა დოსის(1490-1548) მიერ დახატული და ნახატის სახელია “ღამე”.
____________________________________
ნახატი მართლაც,რომ გამაოგნებელია,დომინირებს ყავისფერი და მწვანე.ნახატის შემხედვარე ვრწმუნდები,რომ მწვანე ფერი განსაკუთრებით გამოხატავს სიტყვა მისტიურის და ჯადოსნურის მნიშვნელობას. ყველაფერი ისეა როგორც სიზმარში. სიზმრისთვის ხშირად არის დამახასიათებელი ქაოსი და არალოგიკური მიმდინარეობა,თუმაცა საოცარი ის არის, რომ ეს ქაოსი სრულიად არ არღვევს იმ სიმშვიდისა და ჰარმონიის შეგრძნებას რომელიც დაძინებისთანავე თან გვსდევს. საინტერესოა ის არარეალური ცხოველები,რომლებიც ნახზტზე მკაფიოდ ჩანან.(ორთავიანი ინდაური,კუზე ამხედრებული მორიელი,ბაყაყები,რომელებიც მაგიური შუქის ფონზე მღერიან.განსაკუთრებით კი მომეწონა სპლიყვი,რომელსაც ფრთოსანის ქვედა ნაწილი აქვს. ამით ავტორს სურს ხაზი გაუსვას იმასს,რომ ადამინის ფანტაზია ბევრად უფრო მდიდარია ძილის დროს ვიდრე რეალობაში.ჩემი აზრით,ამ ნახტში რეალური მხოლოდ მძინარე ადამიანია სხვა დანარჩენი კი მისი სიზმრის ნაწილი
მეორე ნახატი,რომელსაც მინდა შევეხო არის ლორენცო ლოტოს მიერ (1505) შესრულებული და ჰქვია “ ახალგაზრდა გოგონას სიზმარი”
ნახატში კარგად ჩანს ახალგაზრდა გოგონა,რომელსაც კუპიდონი ყვავილებით ამკობს.ასევე შეუძლებელია შეუმჩნევლი დარჩენს მდედრი სატირი (მითოლოგიაში ავხორცობისა და ღრეობის სიმბოლო),რომელიც მამრ სატირს შეჰყურებს.მამრი სატირი კი სასმელს სვავს.აქ კიდევ ერთხელ შეიმჩნევა ანტიკური ხანის გავლენა რენესანსზე(მითოლოგიური გმირები ისევ აქტუალურია).ჩემი აზრით გოგონას ესიმზმრება მისთვის საყვარელი ადამინი.კუპიდონი სიყვარულის სიმბოლოა,თუმცა როგორც ჩანს მის სიზმარში არც ვნების ნაკლებობა შეიმჩნევა.
სიზმარი ყოველთვის სასიამოვნო როდია ?! ალბათ ყველას , ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგვსიზმრებია კოშმარი.შემდეგი ნახატი,რომელზეც ვისაუბრებ “ტუნდალის ხილვის” სახელით არის ცნობილი (1520-იანები) .
___________________________________________
გავრცელებული ვერსიის თანახმად ეს ხილვა ცოდვილს ესიზმრება (მარჯვნივ ზემოთ საწოლში რომ სძინავს ). თუ კარგად დავუკვირდებით შესაძლოა რამდენიმე დეტალი ცოდვებს დავუკავშიროთ. მაგალითად მრგვალ ოთახში მყოფი ქალი,რომელიც სვავს ღრეობისა და გაუმაძღრობას შესაძლოა წარმოაჩენდეს.შემზარავი კაცი,რომელიც ცხვირიდან მონეტებს ყრის,მომხვეჭელობისა და ფულის სიყვარულის სიმბოლო შესაძლოა იყო. ხოლო შუაში მჯდომი ქალი კი გარყვნილების. უკან ნამდვილი ჯოჯოხეტიც კი მოჩანს.ამ ნახატს რომ ნახევრად რელიგიური ხასიათი აქვს კიდევ უფრო ამტკიცებს ის ფაქტი,რომ კაცის თავზე ჩვენ ვხედავთ წამოწოლილ ქალს, ყელზე გველით შემოხვეულს,აქეთ იქეთ კი ვხედავთ ხეებს. ეს ქალი ჩემი აზრით,განასახიერებს ევას.
___________________________________________________________________
თემა მსურს დავამთავრო მიქელანჯელოს ნახატით სახელად “ადამინის სიცოცხლის სიზმარი”.ნახატზე წამროდგენილია ადამიანი,რომლის თავიდანაც ანგელოზს სული ამოაქვს ( მიქელანჯელოს მიაჩნდა რომ სული თავის ამ ნაწილში იყო). ფონს უკან კი “ამშვენებს” ის 10 მომაკვდინებელი ცოდვა,რომელიც ყველასთვის ნაცნობია. მთავარი პერსონაჟი ეჭიდება დედამიწას.არ ვიცი ამით რისი თქმა სურს შემოქმედს,თუმცა ჩემი აზრით, მას სურს გვითხრას რომ ადამინს არასდროს არ უნდა ამქვეყნიური სამყაროს დატოვება,არც მაშინ როცა ანგელოზს სხვა,უკეთეს სამყაროში მივყავართ.
წყაროები:https://www.visittuscany.com/en/ideas/the-renaissance-dream/
Comments