აპელესი - რენესანსის იდეალი და შთაგონება

          დღეს შევეცდები ვისაუბრო ადამიანზე,რომლზეც ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ძალიან ცოტა ინფორმაცია თუ მოიპოვება და შესაბამისად მის შესახებ ცოტამ თუ იცის.ეს ადამიანი არის აპელესი,ბერძენი მხატვარი,რომელიც ძვ. IV საუკუნეში მოღვაწეობდა.
            აპელესი არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ და მხოლოდ მისი ნახატებით,უფრო სწორად საერთოდ არ არის არც ერთი მისი ნახატი შემორჩენილი დღემდე(მიუხედავად იმისა,რომ იმ პერიოდისთვის სავარუდოდ ყველზე მეტი ნახატის ავტორი უნდა ყოფილიყო წყაროების მიხედვით) ,თუმცა ცნობები და ისტორიები მასზე ნამდვილად დამაფიქრებელი და საინტერესოა.
        აპელესი ალექსანდრე მაკედონელის კარზე მოღვაწეობდა.ერთ დღეს ალექსანდრემ თხოვა მას დაეხატა კემპესპი (ალექსანდრეს საყვარელი). აპელესს იმდენად მოეწონა კემპესპი,რომ ხატვისას ის შეუყვარდა.მაკედონელმა ეს შეატყო მას და ნახატის სანაცვლოდ გოგო გადასცა. სწორედ ამ წუთიდან დაიწყო აპელესის კემპესპისადმი სიყვარული. ეს სიყვარული შემდგომ იმაში გამოიხატა,რომ აპელესმა დახატა იგი აფროდიტეს როლში.სწორედ ეს ნახატი იქცა გენიალური მხავრის სანდრო ბოტიჩელის მრავალი შემოქმედების,მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშსვენერასდაბადების ძირითად შთაგონებად.






        მართლაც,რომ გამაოგნებელიავენერას დაბადებათუმცა ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის მისიდედანის” – “Aphrodite Anadyomeneხილვა,რომელშიც ქალღმერთი აფროდიტე მაღლდებოდა ზღვიდან ცისკენ.


   ზოგიერთი მეცნიერი თვლის,რომAphrodite Anadyomene”-ნახატის ასლი შემორჩენილია და ასე გამოიყურება.





                 როგორც ვხედავთ ბოტიჩელის ვენერასა და აპელესის ნახატს შორის დიდია,როგორც მსგავსება ასევე განსხვავება. უზარმაზარი განსხვავება არის გარეგნობაში. თუკი აპელესისვენერასპატარა მკერდი და მოკლე თმა აქვს,ბოტიჩელის ნახატს აშკარად ამშვენეს გრძელი წითელი თმა და დიდი მკერდი. რაც შეეხება მსგავსებას, მარტივი შესამჩნევია რომ ორივე ნახატზე ვენერა დგას/წევს ნიჟარაზე,რაც ალბათ კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ღვთაებრივ წარმომავლობას.ეს მშვენიერი მაგალითია იმისა თუ როგორ იცვლება გარეგნული კრიტერიუმები დროსთან ერთად.


    
 
     მეორე ნახატი,რომელზეც ვისაუბრებ ეფუძნება ასევე აპელესის ნახატის აღწერას,რომელიც ქართულად ასე ჟღერსაპელესის ცილისწამებაიგივე “Calumny of appeles”.(აპელესი დაადანაშაულეს პტოლემეოსის წინააღმდეგ შეთქმულებაში და კინაღამ სიკვდილით დასაჯეს).აპელესმა ეს ყველაფერი ტილოზე გამოსახა და შემდეგ ბოტიჩელმა სცადა ამ დაკარგული ნახატისგაცოცხლება”. ქალბატონი,რომელიც მარცხნივ დგას ძალიან ჰგავს ბოტიჩელის ვენერას,გადაცმული კაციშავებშიჩემთვის სიკვდილთან ასოცირდება, თუმცა ვენერას (კემპესპის) ლოცვა აპელესს იხსნის.
     აპელესის სიყვარულის ისტორია გამხდარა შთაგონების წყარო არამარტო რენესანსის პერიოდის,არამედ მომდევნო ხანის ცნობილი მხატვრებისთვისაც.



  Jacques-Louis David (1748-1825) Appeles Painting Campaspe of Alexander the Great
       აპელესის შემოქმედება შემდგომში გამოხატულა არამარტო მხატვრობაში არამედ უამრავ ძეგლში. მაგალითად უკვე შედარებითთანამედროვემეცხრამეტე საუკუნის მხატვარმა აუგუსტ ოტინმა მოაქანდაკა კემპესპი ,რომელიც აპელეს თვალწინ იხდის.აქ კიდევ უფრო
თვალსაჩინოა გარეგნული იდეალების ცვალება დროსთან ერთად.



        
        აპელესის გარდაცვალების ამბავიც ისეთივე საინტერესოა,როგორც მისი ცხოვრება. ის რომის იმპერატორმა დასაჯა სიკვდილით,რადგან კითხვაზეიმპერატორი უფრო მაღალია თუ ღმერთი” - აპელესმა  პასუხი შეყოვნებით,თუმცა მაინც გასცა - იმპერატორი.აპელესი დაისაჯა წამიერი ჩაფიქრებისთვის,თუმცა მან შექმნა ისმასალარომელის მიხედვითაც შემდგომში აღორძინების ხანაში განვითარდა მხატვრობა.




Willem van Haecht (1593–1637), Apelles painting Campaspe (c 1630)

წყაროები :















        

Comments

Popular posts from this blog