პესიმიზმი, როგორც ხელოვნება ( პიტერ ბრეიგელი)
ჩემი დღევანდელი თემა შეეხება რენესანსის პერიოდში მოღვაწე ხატვარს პიტერ ბრეიგელს. არსოდეს მომწონდა ნეგატიური ნახატები,ყოველთვის ნათელ ფერებს ვანიჭებდი უპირატესობას,თუმცა ბრეიგელის ნახატებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.ასევე მსურს დავამატო,რომ ჩემი ბავშობის პერიოდში ხშირად გადიოდა რეკლამა - კლიპი,რომეშიც რამდენიმე ნახატი ჩნდებოდა და და ფსალმუნის 127:1 ტექსტი ერთვოდა ზედ(ლინკიც მივუთითე).ის ნახატები იმდენად დამამახსოვრებელი და შემზარავი გახლდათ ჩემთვის,რომ რენესანსის ნახატების თვალიერებისას ბრეიგელის ნახატს როდესაც წავაწყდი,მაშინვე გამახსენდა ის საშინელი პესიმიზმი,რომელსაც განვიცდიდი ბავშვობაში.ნახატების კონტექსტიდან გამომდინარე ვხვდებით რომ ბრეიგელი მორწმუნე ადამიანი უნდა ყოფილიყო,რადგან ხშირად ვხედავთ მეორედ მოსვლის სცენებს.ნახატების კონტექსტებიოდან გამომდინარე ვასკვნი ერთ რამეს : ბრეიგელი იყო ჩემი ანტიპოდი : ღვთის მოშიში და ადამინების მოდგმის მიმართ სიბრალულითა და ზიზღით აღჭურვილი პიროვნება,რომელი ადამიანებში მხოლოდ ცუდს და ცოდვას ხედავდა.
ნახატი სახელად : “ბრმები უძღვებიან ბრმებს”
ბრეიგელმა დახატა ეს ნახატი და ამ ნახატის შთამაგონებელი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო სიტყვები მათეს სახარებიდან : “მოეშვი მათ:ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი.ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს,ორივენი ორმოში ჩაცვივიან”.ალბათ ყველა ხვდება,რომ ბრმები გადატანითი მნიშვნელობით არის ნახმარი და მათში იგულისხმებიან ადამინები,რომლებიც ვერ ხედავენ ასეოდენ აშკარა დასანახ სწორ,რელიგიურ გზას და ბრმად მიყვებიან ლიდერებს,რომლებიც დაღუპვისკენ უძღვება მათ.(ამის დადასტურება არის ტაძარი,რომელსაც შორდებიან.)
მეორე ნახატი რომელიც ვისაუნრებ და ასევე ძალიან შთამბეჭდავია გახლავთ “ბაბილონის გოდოლი”.ნახატზე ვხედავთ თუ როგორი წარმოედგინა მას კაცობრიობის უდიდესი ამბიციის,ბრეიგელისათვის კი უდიდესი მკრეხელობის სიმბოლო.ადამიანებმა სცადეს აეშენებინათ იმდენად მაღალი შენობა რომელიც ცას მიწვდებოდა.ადამიანების ასეთი მკრეხელობით გაბრაზებულმა ღმერთმა გოდოლი დაანგრია და ადამინებს ენები აურია. ამ ისტორიაში არაფერი იქნებოდა გასაცარი,ადამინებს რომ ვერ აეშენებინათ გოდოლი და ღმერთს უბრალოდ მცდელობისთვის დაესაჯა ისინი,თუმცა მათ ეს შეძლეს.ნახატზე კარგად ვხედავთ შავ ღრუბლებს ომელსაც შენობა ცდება.ანუ ადამიანმა შეძლო იმ შავი ღრუბლით დაფარული სამყაროდან გაღწევა,რის გამოც დაისაჯა.(მე ასე მესმის)
ბრეიგელი დახელოვნებული იყო ადამინების ცოდვების შეფარულად ხატვაშიც.მაგალითად ავიღოთ ქვემოთ მოყვნილი ნახატი.ერთი შეხედვით უწყინარი ნახატია,თითქოს ადამიანები უბრალოდ ისვენებენ,თუმცა როდესაც იცი ბრეიგელის ფსიქოლოგია, მისი სხვა ნახატები და ამას პლიუს თუ დავუკვირდებიტ დეტალების ხელოვნებას,მივხვდებით თუ რა აზრი დევს ნახატში
ჩემი აზრით ნახატით მას სურს გვითხრას,რომ ადამინები დიდად არ განვხვავდებით ღორებისაგან,ჩვენი სული დამძიმებულია ისეთი ცოდვით,რასაც მაძღრობა ჰქვია.დააკვირდით უკან ფონზე დანაგაყრილ ღორს,გატეხილ კვერცხს ფეხებით(იდეაში ამ კვერცხიდან წიწილა უნდა გამოჩეკილიყო) და თეფშზე დადებულ იხვს,რომელსაც ალბათ ვეღარ მოერივნენ.
ბოლო ფოტო რომელზეც ვისაუბრებ ეხება ანგელოზებისა და ეშმაკების ბრძოლას.საინტერესოა ის რომ ეშმაკები გამოსახულნი არიან ცხოველთა ფორმებში.განსაკუთრებტ ჭარბობს ქვეწარმავლები და თევზები.ზოგიერთი ადამინი მოჩანს ამ ეშმაკისეული არსებების ყბებში.ნახატის შემყურე მიჩნდება კითხვა ეშმაკი გვაიძულებს ცუდი საქმეების კეთებისკენ და ღმერთისგან შორს ყოფნისკენ თუ ჩვენ მართლა გვაქვს არჩევანი?! - ამ კითხვას აუცილებად დავუსვავდი ბრეიგელს.
Comments