რენესანსული ხელოვნება
მადლობა ძველ ბერძნებს იმისათვის, რომ შეიქმნა რენესანსი,
ვინაიდან, დიდი ალბათობით, ის ადამიანიც კი, რომელიც დიდად არ იხიბლება ხელოვნებით,
აღნიშნავს, რომ რენესანსული ხელოვნება ლამაზზე მეტია, ვინაიდან იგი სილამაზის გარდა
ბადებს ძლიერ ემოციას, რომელშიც ამ ეპოქის სული მკვეთრად იგრძნობა. სწორედ ამიტომ,
რა თქმა უნდა, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს ის, თუ რატომაც ვემადლიერებით ანტიკურ
ატიკელებს. ევროპელმა ხალხმა ეს დიდებული რენესანსი ხომ სწორედ ბერძენთა ნასახლარზე
ააგო და საფუძველი დაუდო ,,პირველ დასავლურ ღირებულებებს’’. ვიდრე უშუალოდ განვავრცობდე
თემას, ვიტყვი, რომ ეს პერიოდი, რენესანსის სახელწოდებით, ჩამოყალიბდა 1400 წელს მკაფიო
სტილის სახით იმ მოვლენების პარალელურად, რაც ლიტერატურასა და მუსიკაში ხდებოდა. მის
გავრცელებას დროის სვლის განმავლობაში ვაწყდებით მთელი ევროპის მასშტაბით და ვფიქრობ,
აუცილებელია იმის თქმაც, რომ რენესანსის ეპოქა უძველესი ტრადიციების უდიდეს ნაწარმოებად
იქნა აღიარებული.
რენესანსის ხსენებისას
ალბათ ყველას წარმოგვიდგება თვალწინ ისეთი დიდი ადამიანები, როგორებიც იყვნენ: მიქელანჯელო,
ლეონარდო და ვინჩი, დონატელო, ბოტიჩელი და მრავალი სხვა, რომელთა შემოქმედება ერთმანეთისაგან
საკმაოდ განსხვავდება, თუმცა თითოეული მათგანი განსაკუთრებული შინაარსის მატარებელია,
თუმცა ამჯერად სხვა თემას შევეხები და შემდეგ დავუბრუნდები მათ შემოქმედებას.
როგორც ცნობილია,
რენესანსის დასაწყისში ქრისტიანობის განვითარებამ მკაცრად შეზღუდა ზომები, რომელთაგან
ერთ-ერთი შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ ამ პერიოდში ვერ ვხვდებით შიშველ გამოსახულებებს
ხელოვნურ ნიმუშებში განსხვავებით იმ ეპოქისა, რომელიც შედარებით გვიანდელ რენესანსს
უკავშირდება. XV საუკუნეში
ვრცელდება ტრადიცია ისეთი ნაწარმოების სახით, როგორიცაა ჯოვანი დი პაოლოს ,,ექსპოზიცია
სამოთხისაგან’’, სადაც ჩნდება კაცისა და ქალის შიშველი გამოსახულებები, რაც შეიძლება
მივიჩნიოთ, როგორც ხელოვნების შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინსვლისაკენ. თუ დავაკვირდებით
ამ პერიოდის ნამუშევრებს, ადვილად შევამჩნევთ იმას, რომ ხელოვანთათვის ფიზიკური ნაკლი
გამქრალია, ვინაიდან, თითქოს, ფერმწერთა ტილოზე აღარ დარჩა რაიმე ,,არალამაზი’’ ქმნილება.
თითოეული პერსონაჟი, მიუხედავად პიროვნებისა, ერთნაირად მომხიბვლელი, მიმზიდველია,
რომლებიც შეიძლება იყვნენ რაინდები, წმინდანები თუ ჩვეულებრივი ადამიანები. საინტერესოა
ის, თუ რატომ გამოსახავდნენ ასე ლამაზად მხატვრები ნებისმიერ თავიანთ პერსონაჟს, რისთვის
სჭირდებოდათ ეს? ჩემი აზრით, სწორედ იმიტომ, რომ მათთვის უხერხული და არაეთიკური იქნებოდა
შეუხედავი და უინტერესო ადამიანის გამოსახვა ფერწერულ ტილოზე. ახლა კი ილუსტრაციისთვის
დავუბრუნდები ზემოჩამოთვლილი ცნობილი ხელოვანების რამოდენიმე ნიმუშს.
დავაკვრიდეთ ამ
ქანდაკებას, რომელიც იმ წინაქრისტიანული იდეოლოგიის სტერეოტიპს ამსხვრევს, რომლის გათვალისწინებითაც
დაუშვებელი იყო შიშველი სხეულის გამოსახვა ხელოვნების ნიმუშებში. პირველივე დანახვისას
იგრძნობა დავითის, ისრაელის მეორე მეფის, ძლიერი მხარე, რომელიც აუცილებლად მოსაგებად
ემზადება. მის ღონიერებას სხეულის ლამაზი ფიგურა, დაკუნთული სხეულიც შეიძლება დავუკავშიროთ,
ამ ყოველივესთან ერთად, დაცულია გარეგნული სილამაზის ეფექტიც, პერსონაჟი სიმპათიური,
სასიამოვნო შესახედია, რაც შეიძლება მივაწეროთ იმას, რომ მიქელანჯელო ცდილობს, ხაზი
გაუსვას მისი ცხოვრების გზას და მისი სულიერი სილამაზე მეტად ხილული გახადოს.
ვფიქრობ, ნეოპლატონისტური
გაგებით სიშიშვლე უხრწნელობის, სულიერი სიწმინდისა და უცოდველობის სიმბოლო იყო. რენესანსის
ხელოვანები, განსხვავებით ბერძნებისა, განვითარებული მუსკულატურის გარდა დაინტერესბულნი
იყვნენ ასევე სექსუალური საწყისებით, რომელთა გამართლებაც ფილოსოფიურ მოძღვრებებში
აღმოაჩინეს. ამ დიდმა ინტერესმა ეპოქას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა, ასე რომ, რენესანსული
სიშიშვლე კაცობრიობისთვის სრულიად ახალი ფენომენია, რომელსაც შემდეგ ფოტოსურათზე ნათლად
განვიხილავთ. ილუსტრირებულია სანდრო ბოტიჩელის ,,ვენერას დაბადება’’.
დავიწყოთ იმით,
რომ ფოტოსურათის ცენტრში წარმოდგენილია სწორედ ვენერა, რომლის თმის ფერი და ვარცხნილობა
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. უნდა აღინიშნოს ის, რომ ბოტიჩელი ყოველთვის დიდ ყურადღებას
უთმობდა სწორედ თმას, ვინაიდან მისი მოღვაწეობის პერიოდში ქალები საკმაოდ გრძელ თმას
ატარებდნენ. დავინახავთ, რომ თმას სხვა დანიშნულებაც გააჩნია, ვენერა შიშველი სხეულის
ქვედა ნაწილის ფრაგმენტს ამით ფარავს, სახეზე კი მისი სულიერი სიწმინდე კვლავ ნარჩუნდება.
ასევე შევამჩნევთ იმას, რომ სხეულის ირგვლივ მუქი ხაზის გავლა გვეხმარება, მარტივად
დავინახოთ მისი სხეულის ფორმების მშვენიერება. ფლორენციის აკადემიაში ამ მიმდინარეობის
გამაცოცხლებლებს მიაჩნდათ, რომ ფიზიკური მშვენიერება გვეხმარება ღვთაებრიობასთან უკეთ
მიახლოებაში, ასე რომ, ბოტიჩელის ვენერას სიშიშვლე ევას უცოდველ სიშიშვლესაც შეიძლება
დავუკავშიროთ... მოცემულ ფოტოსურათზე დაუშვებელია იმ ფაქტის გამოტოვება, მიუხედავად
იმისა, რომ ვენერას მიწაზე დგომა მყარად გვეჩვენება, იგი გადახრილია მარცხენა ფეხით,
რაც ბერძნულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და არღვევს.
ჩემს ესეს შეჯამების
სახე რომ მივცე, ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, რენესანსული სიშიშვლე ხელოვნებას პროგრესული
ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარა, შესაბამისად, მისი როლი უდიდესია კაცობრიობაში.....
გამოყენებულია შემდეგი
წყაროები:
Comments