რას და რატომ ხატავდნენ ანტიკურ საბერძნეთში?!

        ანტიკური ხელოვნება ხელოვნების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.სიტყვაანტიკურისგაგონებისას პირველ რიგში საბერძნეთი მახსენდება,ალბათ იმიტომ, რომ ეს ორი სიტყვა ყველაზე ხშირად მესმის ერთდროულად,ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ პერიოდში საბერძნეთში ხელოვნებაყვაოდა”. დღეს მე შევეცდები პასუხი გავცე სათაურში დასმულ კითხვას რამდენიმე ბერძნული ნახატისა თუ ქანდაკების დახმარებით. როდესაც ინტერნეტში მოვძებნეანტიკური საბერძნეთი”,ყველაზე ხშირად ომის და ბრძოლის სცენებს წავაწყდი.











      ნახატი შექმნილია ბერძენ-სპარსელთა ომის შემდგომ პერიოდში. მასზე გამოსახულია ბერძენი ჰოპლიტი,რომელიც კლავს სპარს ქვეითს.როგორც ჩანს ომებმა დიდი გავლენა იქონია ბერძენთა მხატვრობაზე.ნახატში უჩვეულო ის არის, რომ ბერძენისა და სპარსის სახეები ძალიან წააგავს ერთმანეთს. ( მსგავსი წვერი,ცხვირი ,ტუჩების მოყვანილობა).მხატვარს შესაძლოა ამით იმის თქმა სურდეს რომ მტერიც ისეთივე ადამიანია ,როგორიც მისი თანამემამულე ან იქნებ სურს ხაზი გაუსვას მტრის ვაჟკაცობას( სპარსი ძირს გდია განწირული,თუმცა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვის). არც ის არის გამორიცხული, რომ ნახატის შემოქმედს უბრალოდ ფანტაზია არ ეყო ახალი სახის დასახატად.

            მეორე თემა, რომელიც ანტიკური საბერძნეთის ხელოვნებაში ძალიან აქტუალურია არის სექსი.ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ბერძენი მითოლოგები თვლიდნენ, რომ სიყვარული, სექსი და ვნება დაკავშირებული იყო დედამიწის,სამოთხისა და ქვესკნელის შექმნასთნ. მითოლოგიში არაერთი შემთხვევა არსებობს ინცესტის,ღალატისა და მრავალცოლიანობის. თვით სამყაროს ცენტრი და უდიდესი ღვთება ზევსიც კი ხშირად იყენებდა ძალაუფლებას სხვა ქალღმერთებთან( და არამარტო ქალღმერთებთან)  სექსუალური კონტაქტის დასამყარებლად.(გააუპატიურა სპარტის დედოფალი ლედა,ტროისმეფისწული განიმედე და სხვა..)
 

ბერძნულ მითოლოგაში არსებობდა ადამიანი-მხეცი სახელად სატირესი (satyrs),რომელსაც ზუსტად ისე აღწერდნენ როგორც ძვ. VI საუკუნის ქანდაკებაზე გამოიყურება.მის მთავარ სიამოვნების იარაღებს წარმოადგენდნენ ქალები,ღვინო და ცეკვა.აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ მითოლოგიური არსებიდან წარმოიშვა სიტყვა “satyriasis”,რაც მედიცინის ენაზე ჰიპერსექსუალობას ნიშნავს.ამ სიტყვას ხშირად ვხვდებით რომაელი მედიკოსების ჩანაწერებშიც.

            მსგავსი ნახატებისა თუ ქანდაკებების  თვალიერებისას დამეუფლა განცდა, თითქოს თანამედროვე პორნოგრაფიას საფუძვლად სწორედ ანტიკური საბერძნეთის ხელოვნება უდევს.

        



ვერაფრით ვერ ავუვლი იმ ფაქტს გვერდს, რომ ანტიკური საბერძნეთის მხატვრობაში დიდი რაოდენობით ვხვდებით ღმერთების თუ ღმერთკაცების გმირობებისა  და ბრძოლების ამსახველ ნახატებს.იმ დროისათვის,რომელსაც ჩვენ მიმოვიხილავთ ჯერ კიდევ არ არის გაყოფილი ან ახალი გაყოფილიაღმერთებისა და ადამიანების სამყარო”. ამ მიზეზების გამო სულაც არ არის გასაკვირი,თუკი ბერძნები ხატავდნენ არაამქვეყნიური ძალების მქონე ადამინებს,მათ გმირობებსა და შეცდომებს.


        ნახატზე აღბეჭდილია ჰერაკლეს პირველი გმირობა. მას ევრისთევსმა დაავალა ნემეის ლომის მოკვლა და მან ამ დავალებას წარმატებით გაართვა თავი. მარტივი შესამჩნევია ჰერაკლეს მშვიდი  და ლომის გამძვინვარებული სახე. ჰერაკლე მშვიდად არის რადგან იცის,თუ რამხელა ძალის მფლობელია.ლომის ადგილას ყოფნას კი არცერთი ჭკუათმყოფელი არ ისურვებდა.



         ბოლო და უკანასკენელი თემატიკა, რომელზეც ბლომად ნახატები შემხვდა არის ის,რის გამოც ამ ესეს შაბათს ვწერ და არა კვირას - დასვენება და განტვირთვა.





        ნახატზე ჩანს თუ როგორ უკრავენ ბერძნები სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე , ატარებენ კარგ დროს და ისვენებენ. ნახატზე სამი სახის ინსტრუმენტი ჩანს ( თუ სწორად ვხედავ): დასარტყამი,ჩასაბერი და სიმებიანი. აქედან გამომდინარე შეიძლება დავსკვნათ რომ იმ დროსისათვის ბერძნებს მუსიკალურ ხელოვნებშიც მიეღწიათ გარკვეულ წარმატებებს.
        ყველაფერი, რასაც ძველი ბერძნები გამოსახავდნენ ზედემტად ადამიანურია  (ბრძოლა,სექსი,გართობა,ღმერთების გმირობებსაც ცოტა ადამიანური ფანტაზიის ელფერი დაჰკრავს), ამიტომ თუკი გვსურს ადამინების დანახვანიღბისგარეშე, უბრალოდ დავათვალიეროთ ანტიკური ბერძნული ნახატები.











Comments

Popular posts from this blog