Posts

Showing posts from 2017
Image
                               რენესანსული ხელოვნება          მადლობა ძველ ბერძნებს იმისათვის, რომ შეიქმნა რენესანსი, ვინაიდან, დიდი ალბათობით, ის ადამიანიც კი, რომელიც დიდად არ იხიბლება ხელოვნებით, აღნიშნავს, რომ რენესანსული ხელოვნება ლამაზზე მეტია, ვინაიდან იგი სილამაზის გარდა ბადებს ძლიერ ემოციას, რომელშიც ამ ეპოქის სული მკვეთრად იგრძნობა. სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს ის, თუ რატომაც ვემადლიერებით ანტიკურ ატიკელებს. ევროპელმა ხალხმა ეს დიდებული რენესანსი ხომ სწორედ ბერძენთა ნასახლარზე ააგო და საფუძველი დაუდო ,,პირველ დასავლურ ღირებულებებს’’. ვიდრე უშუალოდ განვავრცობდე თემას, ვიტყვი, რომ ეს პერიოდი, რენესანსის სახელწოდებით, ჩამოყალიბდა 1400 წელს მკაფიო სტილის სახით იმ მოვლენების პარალელურად, რაც ლიტერატურასა და მუსიკაში ხდებოდა. მის გავრცელებას დროის სვლის განმავლობაში ვაწყდებით მთელი ევროპის მასშტაბით და ვფიქრობ, აუცილებელია იმის თქმაც, რომ რენესანს...
Image
                     ლუკა სინორელისეული რენესანსი             ყველასათვის ცნობილია, რომ XIV-XVI საუკუნეები ანტიკური ქვეყნებისათვის აღორძინების ხანაა, რომელსაც ,,რენესანსის ეპოქა’’ ჰქვია, ვინაიდან ისინი განებივრებული არიან ისეთი ხელოვანებით, როგორებიცაა: მიქელანჯელო, დონატელო, ბოტიჩელი და მრავალი სხვა, რომელთა სახელებსა და შემოქმედებას დროის სვლამ ვერაფერი დააკლო. ალბათ, ბუნებრივია, რომ რენესანსის ხსენებისას ადამიანების უმრავლესობას თვალწინ სწორედ ზემოხსენებული არტისტები წარმოუდგება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღევანდელ თემაში ვაპირებ, ნაკლები ყურადღება გავამახვილო მათზე, ხოლო უფრო დაწვრილებით ვისაუბრო ამავე ეპოქის ნაკლებად ცნობილ შემოქმედზე, ლუკა სინორელზე, რომელსაც აგრეთვე უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ ეპოქის აღორძინებაში. საინტერესო საუბარი გამოგვივა ამ უკანასკნელზე, ეს ადამიანი ხომ ნამუშევრების დისტანცირებითა და ნათლად წარმოსახვით გამოირჩევა, რომელსაც ეკუთვნის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ფრესკებ...